საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია (GALT) დარეგისტრირებულია 2024 წლის 17 აპრილს. მისამართი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 129 . მისი დამფუძნებელია საქართველოს მოქალაქე ირაკლი ნემსაძე. ასოციაციის წევრებია საქართველოში რეგისტრირებული სახმელეთო გადამზიდავები. თითოეული მათგანის სტატუსი და უფლება-მოვალეობა განისაზღვრება ასოციაციის წესდებითა და წევრებთან გაფორმებული შეთანხმებებით.
,,საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის“ (GALT) მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე ქართველ გადამზიდავთა შრომის პირობების გაუმჯობესებაში. ამ მიზნით სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს არსებული კანონმდებლობის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, პრაქტიკასთან შესატყვისობაზე. ასევე, იზრუნოს ამ სფეროში მოღვაწე იურიდიულ და ფიზიკურ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე. იზრუნოს ქართველ გადამზიდავთა, საერთაშორისო არენაზე ცნობადობისა და რეპუტაციის ამაღლებაზე.
წევრებს ვთხოვთ გაეცნონ გამოქვეყნებულ სიებს, სადაც დარეგისტრირებულია თითოეული კომპანიისათვის მინიჭებული ნებართვები, ასევე მათი გატანის დრო და ადგილი. გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:
გაცნობებთ, რომ ასოციაცია იწყებს წევრთა მიერ განაცხადების მიღებას 2024 წელს გასაცემი კვოტირებული ნებართვების (მესამე ქვეყნებიდან/ქვეყნებში) გაცემისთვის შესაბამისი ბაზის მომზადების მიზნით. ნებართვის მსურველმა, 1 ივნისამდე უნდა წარმოადგინოს ასოციაციაში შევსებული განაცხადი (ფორმა 1) და ნებართვის მიღების სასურველი ადგილი და დრო.
2024 წლის 8 მაისს, დღის 16 საათზე, ქ. ბათუმში