განაცხადების მიღებას 2024 წელს გასაცემი კვოტირებული ნებართვების გაცემისთვის შესაბამისი ბაზის მომზადების მიზნით

22, მაისი 2024

გაცნობებთ, რომ ასოციაცია იწყებს წევრთა მიერ განაცხადების მიღებას 2024  წელს გასაცემი  კვოტირებული ნებართვების (მესამე ქვეყნებიდან/ქვეყნებში) გაცემისთვის შესაბამისი ბაზის მომზადების მიზნით.  ნებართვის მსურველმა, 1 ივნისამდე უნდა წარმოადგინოს ასოციაციაში  შევსებული განაცხადი   (ფორმა 1) და ნებართვის მიღების სასურველი ადგილი და დრო.
ნებართვის მსურველს, ასევე გადახდილი უნდა ჰქონდეს ასოციაციის საწევრო საფასური ივნისის თვის ჩათვლით, ასოციაციის მიერ დადგენილი ტარიფებით.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ნებართვების გაცემა დაიწყება საორიენტაციოდ  10-20 ივნისის პერიოდში, მაგრამ აღნიშნული დამოკიდებულია, რამდენად ოპერატიულად მიაწვდიან ასოციაციები წევრთა სიასა და ნებართვის მიმღებთა სიას.  პროცესის დაჩქარების მიზნით, ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის უკვე ვიწყებთ შესაბამისი სიების შედგენას. გთხოვთ არ დააგვიანოთ, რათა არ გამორჩეთ  ნებართვების გაცემის პროცესს.