სიახლეები

,,საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია“ გაცნობებთ, რომ დაიწყო კვოტირებული მესამე ქვეყნებიდან/ქვეყნებში გადაზიდვის ნებართვების გაცემა შესაბამისი წესით.

წევრებს ვთხოვთ გაეცნონ გამოქვეყნებულ სიებს, სადაც დარეგისტრირებულია თითოეული კომპანიისათვის მინიჭებული ნებართვები, ასევე მათი გატანის დრო და ადგილი. გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

განაცხადების მიღებას 2024 წელს გასაცემი კვოტირებული ნებართვების გაცემისთვის შესაბამისი ბაზის მომზადების მიზნით

გაცნობებთ, რომ ასოციაცია იწყებს წევრთა მიერ განაცხადების მიღებას 2024 წელს გასაცემი კვოტირებული ნებართვების (მესამე ქვეყნებიდან/ქვეყნებში) გაცემისთვის შესაბამისი ბაზის მომზადების მიზნით. ნებართვის მსურველმა, 1 ივნისამდე უნდა წარმოადგინოს ასოციაციაში შევსებული განაცხადი (ფორმა 1) და ნებართვის მიღების სასურველი ადგილი და დრო.