მომსახურება

,,საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის“ (GALT) მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე ქართველ გადამზიდავთა შრომის პირობების გაუმჯობესებაში. ამ მიზნით სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს არსებული კანონმდებლობის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, პრაქტიკასთან შესატყვისობაზე. ასევე, იზრუნოს ამ სფეროში მოღვაწე იურიდიულ და ფიზიკურ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე. იზრუნოს ქართველ გადამზიდავთა, საერთაშორისო არენაზე ცნობადობისა და რეპუტაციის ამაღლებაზე.

ამ მიზნით ასოციაციას მიზანშეწონილად მიაჩნია, ასოციაციის შიგნით წევრთა კლასიფიკაცია კატეგორიებად ( A, B, C,). ამა თუ იმ სუბიექტის კატეგორიის განსასაზღვრად გამოიყენება ქვემოთჩამოთვლილი კრიტერიუმები:

 

ა) ავტოპარკის მოცულობა
ბ) პასუხისმგებლობის დაზღვევის ქონა/არქონა
გ) საქმიანობის სტაჟი
დ) გადაზიდვებით დაფარვის არეალი
ე) სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის ხარისხი
ვ) ასოციაციის წევრათა დახასიათება
ზ) საერთაშორისო პარტნიორთა დახასიათება
თ) ასოციაციი ეთიკური, ტექნიკური, ეკონომიკური და სხვა სტანდარტებისადმი დამოკიდებულება.

 

 

უახლოეს მომავალში ასოციაცია თავის პრიორიტეტად მიიჩნევს ძალისხმევა მიმართოს შემდეგ საკითხებზე:

 

ა) აქტიური მონაწილეობა მიიღოს გადაზიდვის ნებართვების კვოტის გაზრდაში და მათი სამართლიანად განაწილების მექანიზმების შემუშავებაში.
ბ) იმოქმედოს მძღოლების უკონტროლო მიგრაციის საკითხის მოსაგვარებლად. იზრუნოს, მათთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის, რათა შეწყდეს მათი მიგრაცია.
გ) მძღოლებისა და მენეჯერების მოზიდვა ტრანსპორტის სფეროში. ასოციაციამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს პროფესიულ სასწავლებლებთან და სხვა ორგანიზაციებთან, ვისაც შეუძლია ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადება.
დ) ასოციაცია პრიორიტეტად თვლის, მის ყველა წევრს გააჩნდეს პასუხისმგებლობის დაზღვევა. ამ მიზნით ის აწარმოებს მოლაპარაკებებს სადაზღვევო კომპანიებთან.
ე) იმუშაოს სახელმწიფო სტურქტურებთან, რათა შეჩერდეს გადაზიდვებში მონაწილე, ახალი, დაბალკვალიფიციური წევრების უკონტროლო მატება. ამ მიზნით, დააჩქარებინოს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გულისხმობს, მომავალში საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილეობის მსურველთათვის შეზღუდვების დაწესებას.
ვ) მსხვილი საერთაშორისო პროექტების/დამკვეთების მოძიება. მას შემდეგ, რაც ასოციაცია მიაღწევს თავის წევრთა კვალიფიკაციისა და საიმედოობის ამაღლებას, რითიც თავადაც გახდება წონიანი და საიმედო პარტნიორი, ის აქტიურად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ფორუმებში სადაც წარმოადგენს სრულაიდ ქართველ გადამზიდავებს და შეეცდება მათთვის მოიპოვოს მსხვილი საერთაშორისო პროექტები. ასევე, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები, საქართველოს იმპორტიორთა, ექსპორტიორთა და მწარმოებელთა ასოციაციებთან და დაარწმუნოს მათი წევრები, ისარგებლონ მხოლოდ ქართული, მაღაკვალიფიციური გადამზიდავების მომსახურებით. ამ და სხვა მსგავსი ზომებით, მოიპოვოს წევრ გადამზიდავთათვის მსხვილი დაკვეთები და შესაბამისი სარგებელი.
ზ) იმუშაოს სახელმწიფოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან რათა ბაზარზე შეიზღუდოს არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი ექსპედიტორების
თ) სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიაღწიოს სამელეთო ტრანსპორტის სააგენტოს იმ სერვისების, რომლებიც ამჟმად მხოლოდ თბილისში გაიცემა, გადატანა რეგიონებშიც. მაგ: CPC მენეჯერის მოსამზადებელი კურსები, კოდი 95 მოსამზადებელი კურსები და გამოცდები. ADR კვალიფიკაციის კურსები და გამოცდები და ა.შ.
ი) მიაღწიოს წევრთათვის, გაწეული მომსახურების ღირსეულ ტარიფებს. ეს საკითხი მიიღწევა ზემოთჩამოთვლილი მიზნების მიღწევის შემდგომ: ა) არაკვალიფიციური გადამზიდავების რეგისტრაციის შეჩერება. ბ) მსხვილი პროექტებისა და დამკვეთების მოძიება. გ) ექსპედიტორთა პასუხისმგებლობის გაზრდა. ასევე წევრებს შორის წინასწარშეთანხმებული და დადგენილი ტარიფების სოლიდარული დაცვა.
კ) ითანამშრომლოს მედიასაშუალებებთან, რათა ქართული ტრანსპორტისათვის აქტუალური საკითხები და პრობლემატიკა, ფართოდ გაშუქებული იქნას.