,,საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია“ გაცნობებთ, რომ დაიწყო კვოტირებული მესამე ქვეყნებიდან/ქვეყნებში გადაზიდვის ნებართვების გაცემა შესაბამისი წესით.

08, მაისი 2025

წევრებს ვთხოვთ გაეცნონ გამოქვეყნებულ სიებს, სადაც დარეგისტრირებულია თითოეული კომპანიისათვის მინიჭებული ნებართვები, ასევე მათი გატანის დრო და ადგილი. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  1. მიღებულ ნებართვას აქვს გამოყენების მკაცრად განსაზღვრული ვადა (90) დღე! ამ ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში გადამზიდავს შეეზღუდება მომდევნო გაცემისას ნებართვის შესაძლებლობა!!!
  2. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის მონიჭებული ნებართვებიდან, არ საჭიროებთ რომელიმე მათგანს და გსურთ მისი ჩანაცვლება სხვა ნებართვით, დაუყოვნებლივ მოგვმართეთ ასოციაციას.
  3. ნებართვის გატანაზე განაცხადი უნდა გააკეთოთ თქვენთვის მონიჭებულ დროსა და ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ  გამოცხადდება მითითებული თარიღიდან 2 სამუშაო დღის გასვლის შემდეგაც, მასზე მინიჭებული ნებართვები გაუქმდება და გადაეცემა სხვა პირს!!!    იმ შემთხვევაში, თუ იცით რომ თქვენი ჩაწერის დროს ვერ ახერხებთ შესაბამის სერვის ცენტრში მისვლას, გთხოვთ გვაცნობოთ 2 სამუშაო დღით ადრე ამის შესახებ! 
  4. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში არ აპირებთ მესამე ქვეყნებში გადაზიდვას და შესაბამისად არ საჭიროებთ ნებართვებს, გთხოვთ აცნობოთ ასოციაციას, რომ თქვენი ნებართვის მიღების თარიღი გადაიტანოს შედარებით მოგვიანებით დროისათვის. 
  5. ახალი ნებართვის გატანამდე, აუცილებლად წარმოადგინეთ წინა გაცემისას მიღებული ნებართვები, რომლებიც უნდა გქონდეთ გამოყენებული ან გამოუყენებლობის მიზეზი განმარტებული. 
  6. ნებართვის გატანის მომენტისთვის არ უნდა გერიცხებოდეთ ასოციაციის დავალიანება!!!
    სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სია